.png)
Founder Institute - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრესიდ (pre-seed) სტარტაპ აქსელერატორია, რომელიც დაარსდა აშშ-ში 2009 წელს და დღეს უკვე წარმოდგენილია 200-ზე მეტ ქალაქში, 90-ზე მეტ ქვეყანაში. პროგრამის ფარგლებში შექმნილია 7,000-ზე მეტი სტარტაპი, რომლებმაც ჯამურად მილიარდობით დოლარის დაფინანსება მოიზიდეს. Founder Institute აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ქსელი ადრეული ეტაპის დამფუძნებლებისთვის, მენტორებისა და ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტარტაპ ეკოსისტემების განვითარებაში.
პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ.
