
მსოფლიოში წამყვანმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Global-მა აპლიკაციების მიღება დაიწყო.
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის კომპანია 2010 წელს აშშ-ში დაარსდა. მათ აქვთ 3000+ პორტფოლიო კომპანია, მათ შორის 35+ კომპანია 1 მლრდ დოლარის და მეტი ღირებულებით. 500 GITA-სთან პარტნიორობით 2020 წლიდან საქართველოში ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას რომელის 2026 წლის ივნისში დასრულდება, ხოლო 2022 წლიდან ვენჩურულ ინვესტირებას (ფონდის მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარი). ამ ეტაპზე 59 სტარტაპში აქვთ ინვესტიცია განხორციელებული 5.9 მლნ დოლარის ოდენობით.
პროგრამა სრულად დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.
