საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა.

Dealroom წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას და მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემების ციფრულ რუკას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე.

პლატფორმა აქტიურად გამოიყენება:

  • ეკოსისტემების წარმოჩენისა და ვიზუალიზაციისთვის;
  • სტარტაპებისა და მასშტაბირებადი კომპანიების მონაცემთა ეფექტური მართვისთვის;
  • საერთაშორისო ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდების იდენტიფიცირებისთვის;
  • ბაზრის უახლესი ტენდენციების დეტალური ანალიზისა და ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის საერთაშორისო ხილვადობის გასაზრდელად.


ღნიშნული პარტნიორობა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შექმნას სტარტაპ ეკოსისტემის ერთიანი, გამჭვირვალე და სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. ინიციატიცა მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული სტარტაპების საერთაშორისო ცნობადობას, გაამარტივებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესს და დაეხმარება, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

ეწვიეთ ბმულს.

მსგავსი

კატეგორიები

მსგავსი ისტორიები

news

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრია

news

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) „Global Tech Weekend Tbilisi 2026“-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია