საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ქართულ სტარტაპებს, სააგენტოს ხელშეწყობით, წვდომა ეძლევათ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ონლაინ ხელსაწყოებზე, წამყვან პროგრამულ უზრუნველყოფასა და ექსკლუზიურ რესურსებზე, რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.

თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული სტარტაპები მიიღებენ:

  • 200 000 Azure კრედიტს უფასოდ — პროდუქტის სწრაფი განვითარებისა და გამართვისთვის
  • ფასდაკლებებს ისეთ აუცილებელ პლატფორმებზე, როგორებიცაა GitHub, Microsoft 365, LinkedIn Premium და სხვა
  • ბიზნესის მასშტაბირების მხარდაჭერას — ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კორპორატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და მათ წარდგენას უშუალოდ Microsoft-ის კლიენტების წინაშე
  • საინჟინრო მხარდაჭერას — კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციებს ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და სტაბილური ზრდის უზრუნველსაყოფად


დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მსგავსი

კატეგორიები

მსგავსი ისტორიები

news

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) „Global Tech Weekend Tbilisi 2026“-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია

news

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა