CES 2027

2027 წელს საქართველო StartUP in Georgia-ს სახელით დაესწრება Consumer Electronics Show (CES)-ს, რომელიც 2027 წლის იანვარში, ლას-ვეგასში გაიმართება. CES წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტექნოლოგიურ გამოფენას, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ასობით ათას დამსწრეს, წამყვან გლობალურ კომპანიებსა და ათასობით ინოვაციურ სტარტაპს.

 

CES 2025-ის მონაცემებით, ღონისძიებას დაესწრო 142,465 ადამიანი მსოფლიოს 158 ქვეყნიდან, მათ შორის 81,621 ინდუსტრიის პროფესიონალი და 6,582 მედიის წარმომადგენელი. აღნიშნული ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმოსაჩენად, ასევე ქართული სტარტაპებისთვის საერთაშორისო პარტნიორების, ინვესტორებისა და ახალი ბაზრების მოსაზიდად.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველო ფიზიკური პავილიონის სახით იქნება წარმოდგენილი, სადაც მრავალი აქტივობა მოიყრის თავს. ამასთან, სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპებისთვის, სტარტაპ სივრცეებში წარდგენის შესაძლებლობაც იქმნება.

 

არსებული კონკურსის მიზანია შეირჩეს სტარტაპები, რომლებიც წარდგებიან თავიანთი ინდუსტრიების შესაბამის საგამოფენო სივრცეებში. თითოეული შერჩეული სტარტაპის 3 გუნდის წევრის ღონისძიების ბილეთი იქნება უზრუნველყოფილი.

 

განაცხადების მიღება დაწყებულია, მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ბმულზე.

ივენთის

თარიღი

2027-01-05
ივენთის

ლოკაცია

ლას-ვეგასი, ამერიკის შეერთებული შტატები
ივენთის

ორგანიზატორი