Web Summit Lisbon 2026
.png)
Web Summit Lisbon, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური და სტარტაპ ღონისძიება, ჩატარდება პორტუგალიის დედაქალაქში 2026 წლის ნოემბერში. ღონისძიება აერთიანებს 70,000-ზე მეტ მონაწილეს, 2,600+ სტარტაპს, 1,000+ ინვესტორს და 900+ სპიკერს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.
2026 წელს საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე,StartUP in Georgia-ს სახელით წარსდგება. ინიციატივის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება, როგორც ხელსაყრელი გარემოს მქონე ლოკაცია ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნისა და განვითარებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველო ფიზიკური პავილიონის სახით იქნება წარმოდგენილი, სადაც მრავალი აქტივობა მოიყრის თავს. ამასთან, ქართული სტარტაპებისთვის, სტარტაპ სივრცეებში წარდგენის შესაძლებლობაც იქმნება.
Similar Events

GITEX GLOBAL 2026
განაცხადების მიღება დაწყებულია.png)
CES 2027
განაცხადების მიღება დაწყებულია.png)
SWITCH 2026
განაცხადების მიღება დაწყებულია