SWITCH 2026
.png)
2026 წელს საქართველო StartUP in Georgia ინიციატივის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს სინგაპურის ინოვაციისა და ტექნოლოგიების კვირეულში (SWITCH).
SWITCH აზიის ერთ-ერთი წამყვანი ინოვაციური და ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ათასობით სტარტაპს, ინვესტორს, კორპორაციასა და ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიების ფარგლებში საქართველო წარმოდგენილი იქნება ეროვნული პავილიონით, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. ამასთანავე, ქართულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები სტარტაპების საგამოფენო სივრცეში.
აღნიშნული კონკურსის მიზანია იმ სტარტაპების შერჩევა, რომლებიც თავიანთ პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს წარმოადგენენ შესაბამის ინდუსტრიულ საგამოფენო ზონებში.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე.
Similar Events
.png)
Web Summit Lisbon 2026
განაცხადების მიღება დაწყებულია
GITEX GLOBAL 2026
განაცხადების მიღება დაწყებულია.png)
CES 2027
განაცხადების მიღება დაწყებულია