Dealroom Workshop

დილრუმის (Dealroom.co) წარმომადგენელი, ეთერ შეროზია, პლატფორმის ოპერაციებისა და მხარდაჭერის სპეციალისტი, 17 აპრილს ჩაატარებს შეხვედრას თბილისის ტექნოპარკში, სადაც მონაწილეებს გააცნობს Dealroom-ის ფუნქციონალს და მის პრაქტიკულ გამოყენებას.

 

საქართველო უერთდება Dealroom.co  გლობალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, კომპანიებსა და ინოვაციურ ეკოსისტემებზე.

 

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ეკოსისტემის მონაწილეებისთვის, რომ უკეთ გაიაზრონ მონაცემებზე დაფუძნებული პლატფორმების როლი განვითარებასა და საერთაშორისო პოზიციონირებაში.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სტარტაპებისთვის:

  • ინვესტორებთან დაკავშირების შესაძლებლობა
  • ბაზრის და კონკურენტების ანალიზი
  • საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება

 

რატომ არის მნიშვნელოვანი აკადემიური სექტორისთვის:

  • კვლევისა და ინოვაციების კომერციალიზაციის მხარდაჭერა
  • სტარტაპ ეკოსისტემასთან ინტეგრაცია
  • მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის გამოყენება
  • საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერება

 

 

დასწრება უფასოა, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 
ივენთის

თარიღი

2026-04-17
ივენთის

ლოკაცია

თბილისი, საქართველო
ივენთის

ორგანიზატორი